logo_geo
"შინ მიმავალს, ბავშვები გამომეკიდნენ ყვირილით “კვდება,კვდება!“ - 7 სოფლის ერთადერთი იმედი
- +

18 ოქტომბერი. 2019. 01:12

 

 

ქვემო სვანეთის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა ოჯახის ექიმების ნაკლებობას და სამედიცინო მომსახურეობის არაეფექტიანობას უჩივის.   ჩიხარეშის თემს კი, რომელიც 7 მაღალმთიან სოფელს აერთიანებს,   კეთილმოწყობილი ამბულატორია და ლიცენზირებული კვალიფიციური ოჯახის ექიმი, ნელი ხაბულიანი ემსახურება.

 

სამედიცინო დაწესებულება  ჩიხარეშში მდებარეობს. ის 82 ამბულატორიის მშენებლობის ფარგლებში აშენდა.

 

2 წლის წინ მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შემოიღობა, წყალი, სველი წერტილები მოწესრიგდა და  საჭირო სამედიცინო აპარატურით და მედიკამენტებით აღიჭურვა.

 

ნელი ხაბულიანმა 1988 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და ჯერ ლენტეხის რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ ჟახუნდერის საუბნო-საავადმყოფოში მუშაობდა ექიმად, ხოლო საბოლოოდ ჩიხარეშის სოფლების ოჯახის ექიმად არჩია მუშაობა.

 

ამბობს, რომ ადგილობრივები ძალიან კარგი ხალხია და  კეთილმოწყობილ ამბულატორიას და კვალიფიციურ ექიმს იმსახურებენ.

 

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მთელი დღის განმავლობაში არ ჰყავს  პაციენტი, თუმცა საღამოს, ზოგჯერ  5-6 ოჯახშიც უხდება მისვლა.

 

ამბულატორია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება მოსახლეობას, ზოგს ფორმა ასი უნდა გავუკეთო, ზოგს ერთლარიანი წამლების პროგრამის ფარგლებში რეცეპტი უნდა დავუწერო, ზოგიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ერთხელაც  სამსახურიდან შინ მიმავალს, ბავშვები გამომეკიდნენ ყვირილით “კვდება,კვდებაო“, სასწრაფოდ გავყევი უკან, მივხვდი რაშიც იყო საქმე, გავუწიე პირველადი დახმარება და ასე რომ ვთქვათ, სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან. ასეთივე შემთხვევა მქონდა ალერგიულ პაციენტთან, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ცოდნა და კარგი მედიკამენტები დამეხმარა იმაში, რომ ერთი სიცოცხლე კიდევ გადამერჩინა. აქაურები ძალიან კარგი ხალხია, იმსახურებენ კვალიფიციურ კადრს და კეთილმოწყობილ ამბულატორიას და აქვთ კიდეც“,- ამბობს ექიმი.

 

ამბულატორიას მალე, ყვავილებით და მცენარეებით გალამაზებული ეზოც ექნება, რომელზეც თვითონვე იზრუნებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი