logo_geo
ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი 14 კმ-იანი გზა 2020 წელს გაიხსნება
- +

18 ოქტომბერი. 2019. 01:58

 


სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის მეორე ლოტის ფარგლებში, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი 14 კმ-იანი გზა 2020 წელს გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

 

როგორც “რეპორტიორს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მშენებლობის მეორე ლოტი ითვალისწინებს 18.5 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

 

მათივე თქმით, პროექტის მიზანია, საერთაშორისო მნიშვნელობის, ყველაზე მაღალი ინტენსივობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

 

პროექტის ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

 

big_banner
არქივი