სამცხე-ჯავახეთის მხარის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მთაში, ცხვარში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი ჩამოვარდა. ასევე დახოცილია ათეულობით ცხვარი.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
დამატებით დეტალებს “რეგიონული კვირა” ადგილზე არკვევს.