logo_geo
მეხის ჩამოვარდნას მწყემსი და ათობით ცხვარი ემსხვერპლა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 22:10

 

 

სამცხე-ჯავახეთის მხარის,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მთაში, ცხვარში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი ჩამოვარდა. ასევე დახოცილია ათეულობით ცხვარი.

 

როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  დაიწყო.

 

დამატებით დეტალებს “რეგიონული კვირა” ადგილზე არკვევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი