logo_geo
შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 23:30

 


განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა. სკოლაში სასკოლო მერხები და დაფებიც ჩაიტანეს. 

 

 

უწყების ინფორმაციით, სააგენტოს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

 

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი