logo_geo
ჭიათურის მაღაროში დაღუპულ 29 წლის მუშას, სახლში 9 თვის შვილი და ორსული მეუღლე დარჩა
- +

20 ოქტომბერი. 2019. 00:25

 


გაგა წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობდა. ჭიათურაში სამუშაოდ წასვლა ორი წლის წინ გადაწყვიტა, როცა ცოლი მოიყვანა. გაგას მეუღლე დევნილია და ცოლ–ქმარი ჭიათურაში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ცოტა ხანში მეორე შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. გაგას, ოჯახში მშობლები, ძმა და უმცროსი და ჰყავდა.

მეზობლების თქმით, ბოჭორიშვილებს ეკონომიკურად უჭირთ. მათი ერთადერთი შემოსავალი სათბურია, ამიტომ გაგა იძულებული გახდა შემოსავლის სხვა წყარო ეპოვნა.

ორი კვირით მიდიოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა. ამბობდა რთული სამუშაო არ არისო. ოჯახი ერთი სათბურით არსებობს, მაგრამ ძველია უკვე და შემოსავალი ფაქტიურად აღარ მოაქვს. პატარა ბავშვი ყავდა, ცოლი ორსულად, რა ექნა, არჩია სხვაგან წასულიყო სამუშაოდ“, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი გოჩა კუხალეიშვილი.


სასათბურე მეურნეობა იქაურების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოჯახები სოფელს ტოვებენ. ისედაც მცირე კომლიან სოფელში, სახლები უკვე ექვს ოჯახს აქვს მიტოვებული. 


გარდაცვლილის ახლობლებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა 29 წლის ბიჭი. მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული მის სამუშაო ადგილზე.

გაგა ბოჭორიშვილი ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა, რომელმაც მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახში უკვე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამას გამოძიება დაადგენს.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240–ე მუხლით მიმდინრეობს, რაც სამთო– სამშენებლო  ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 წყარო: kutaisipost.ge

 

 

big_banner
არქივი