logo_geo
მუსლიმი ახალგაზრდები ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ: ჰამიდ, მარტო არ ხარ!
- +

24 ოქტომბერი. 2019. 02:27

 


გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის სკოლის მასწავლებლის ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ, სოფლის ცენტრში იძულებით ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, რომ გოგოს ძალით მოტაცება გააპროტესტა და უხუცესები გააკრიტიკა, მუსლიმმა ახალგაზრდებმა მხარდამჭერი კამპანია დაიწყეს.

სალამ, ჩვენ მოვედით. ვართ თქვენს წინაშე. მოვდივართ, რომ ვისაუბროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხებზე. მოვდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია. ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ“, - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.

ჩემი ყოფილი მოსწავლე ძალით გაიტაცეს. დღეს მას უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა. აი, ასეთი ნაძირლების, არაკაცებისა და ბინძური ადამიანებისგან შედგება ჩვენი თემი. ახლა ბინძურწვერიანი აღსაკალები [უხუცესები] დაიწყებენ, „შერიგდით და დასრულდეს ყველაფერი“, – ამ შინაარსის ფეისბუქ-პოსტის გამო ახალგაზრდა პედაგოგი სკოლიდან გამოიყვანეს და სოფლის ცენტრში ბოდიშის მოხდა აიძულეს. ბოდიშის მოხდის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი