ბათუმის ნავსადგურში NATO-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია.
ხომალდები „ITS VESUVIO“ (იტალია) და „TCG AMASRA“ (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა.
NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.
NATO-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით.
მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ. 12:00 საათზე კი, ბათუმის ნავსადგურში ეკიპაჟის წევრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.