logo_geo
ბათუმის ნავსადგურში NATO-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 11:42

 

ბათუმის ნავსადგურში NATO-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია.

 

ხომალდები „ITS VESUVIO“ (იტალია) და „TCG AMASRA“ (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა.

 

NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

 

NATO-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით.

 

მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ. 12:00 საათზე კი, ბათუმის ნავსადგურში ეკიპაჟის წევრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი