logo_geo
ზუგდიდს გენგეგმა 2020 წლისთვის ექნება
- +

28 ოქტომბერი. 2019. 20:46


ზუგდიდის ქალაქთმშენებლობის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. პროექტის ღირებულება 0,5 მლნ ლარზე მეტია. ქალაქთმშენებლობითი გეგმები კონტრაქტორმა კომპანიამ 8 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

 

როგორც "რეპორტიორს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, გენგეგმამ უნდა უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება და ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება.


ასევე, დამცავი ზონები უნდა შეიქნას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის. დადგინდეს საზოგადოებრივი სივრცეები, ქალაქმა, შეზღუდული ტერიტორიული რესურსის ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობა მართოს, დადგინდეს ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტები და სხვა.

 

დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და შპს "არტსტუდიო-პროექტის" დირექტორმა ირენე სკალვინიმ მოაწერეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი