logo_geo
ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 11:18

 

გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. FEE–ს პარტნიორული წევრობა სსიპ ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება.

 

გარემოსდაცვით განათლების ფონდთან სსიპ ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. სწორი და ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საჯარო უწყება სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის პარტნიორ წევრად მიიღეს გამონაკლისის სახით, იმ პირობით, რომ 3 წლის ვადაში მართვა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც წევრობის თანხმობის წერილშია აღნიშნული, „ FEE დირექტორთა საბჭოს სურს დაადასტუროს კარგად მომზადებული განაცხადი. განაცხადიდან გაირკვა, რომ სსიპ ბათუმის ბულვარი არის სწორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს FEE პროგრამების დამკვიდრებას და წევრობას საქართველოში“. FEE- ს წევრობასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარს თანხმობის ოფიციალურ წერილთან ერთად დაეგზავნა ფონდის წევრობის სახელმძღვანელო, პროგრამების განხორციელების ეტაპებთან დაკავშირებული მასალები და თანხმობა FEE-ს ერთიან მონაცემთა ბაზაში წვდომაზე.

 

  სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე როგორც პარტნიორი-წევრი მოწვეულია FEE– ს გენერალურ ასამბლეებზე დასასწრებად. სსიპ ბათუმი ბულვარი პასუხისმგებელი იქნება საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პროცესზე, დაევალება ლურჯი დროშის რეგიონული კომიტეტის შექმნის უზრუნველყოფა ლურჯი დროშის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით, ასევე პროექტ „ლურჯი დროშის“ განხორციელების პროცესში სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება.

 

 

 

big_banner
არქივი