logo_geo
თელავის ბაზარში ხანძარია
- +

30 ოქტომბერი. 2019. 16:12

 

თელავის ბაზარში ხანძარია. imedinews-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ცეცხლი სათამაშოების მაღაზიას უკიდია. დამწვარია შენობის პირველ სართულსა და სარდაფში განთავსებული ავეჯი და სხვადასხვა საბავშვო ტექნიკა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ერთ საათზე მეტია ცდილობენ.

 

რა გახდა ცეცხლის გავრცელების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი