logo_geo
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

2 ნოემბერი. 2019. 12:46

 

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ47 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ასევე, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი