logo_geo
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად სახლის სარდაფები დაიტბორა
- +

2 ნოემბერი. 2019. 14:03

 

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების სარდაფებიდან და მაღაზიებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორვა პუშკინისა და მახარაძის ქუჩებზე, ასევე, ე.წ. ჭაობის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე მოხდა.

 

როგორც შპს „ბათუმის წყალში“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, უწყებაში 10-მდე შეტყობინება შევიდა, დახმარებას ითხოვდნენ როგორც კომერციული ფართების, ასევე საცხოვრებელი სახლების მეპატრონეები. მათივე ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკა შესაბამის ქუჩებზეა მობილიზებული.

 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი