logo_geo
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა
- +

2 ნოემბერი. 2019. 13:44

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა“, - ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, ადიდებულია მდინარე აჭყვა.

 

„წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბის წევრები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“,- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი