logo_geo
ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე და გომისმთამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

2 ნოემბერი. 2019. 14:25

 

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე.

 

აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი