logo_geo
ქარბუქის გამო, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა
- +

2 ნოემბერი. 2019. 14:42

 

„ხულო-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ქარბუქის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო“,- ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე მძიმე ტექნიკამ გზა დროულად გაწმინდა და ადიგენი-ახალციხის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

 

ხულოში ამ დროისთვის თოვს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი