logo_geo
ფოთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რასაც საწვავის დაღვრა მოჰყვა
- +

4 ნოემბერი. 2019. 11:58

 

ფოთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.

 

სატვირთო მანქანიდან იღვრება საწვავი და სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი