logo_geo
საფრანგეთის ელჩი სიღნაღს ეწვია
- +

5 ნოემბერი. 2019. 12:37

 

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან.

 

მათივე ცნობით, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობილებული ფრაგნგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.

 

ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.

 

სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის-„საქართველოს ცენტრში“ დამფუძვნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი