logo_geo
9 ნოემბერს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანადაფინანსებით, „ჭიათურობა 2019“ გაიმართება
- +

8 ნოემბერი. 2019. 18:45

 

 

9 ნოემბერს, შაბათს, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ გაიმართება, რომელსაც სპონსორობას „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს.

 

„ჭიათურობა 2019“-ზე სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით იქნება დატვირთული.

 

დღესასწაული სტარტს 9 ნოემბერს 11 საათიდან კერძოდ, ნაგუთიდან კონცერტით აიღებს, სადაც ასევე რამდენიმე ლოკაციაზე კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ფაცხა მოეწყობა.

 

„ჭიათურობა 2019“-ის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იქნება - ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკები.

 

გასართობი ღონისძიება ლეჟუბანშიც გაიმართება, სადაც საბავშვო წარმოდგენა, იმერული ეზო და ფლეშმობი მოეწყობა. დაგეგმილი დღესასწაულის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩაზე, პირველი სკოლის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობამდე გზა გადაკეტილი იქნება. ამასთან, „გამარჯვების პარკში“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ საკვები და გასართობი კუთხეები განთავსდება. მათ შორის, „ჯორჯიან მანგანეზი“ თავის მხრივ პატარებს საბავშვო-გასართობი ზონით უმასპინძლებს.

 

ღონისძიება „გამარჯვების პარკიდან“ კულტურის სასახლის ეზოში გადაინაცვლებს, სადაც 6 საათზე გალა კონცერტი გაიმართება და კონცერტთან ერთად ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც მოეწყობა.

 

კონცერტზე საზოგადოების წინაშე  წარდგებიან: „უსა“, „რეაქტივი“, ანდრია გველესიანი, აჩიკო ნიჟარაძე, თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე.

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ წინასწარ ულოცავს ჭიათურელებს „ჭიათურობა 2019“-ს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი