logo_geo
ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა
- +

12 ნოემბერი. 2019. 13:11

 

 

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 13-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მათ ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდებათ, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ.

 

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი