logo_geo
ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:27

 

მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები (თერაპევტი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ანგიო-ქირურგი, ექოსკოპისტი).

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: ზუგდიდი, რეფერალური ჰოსპიტალი; გამსახურდიას ქ. N 206.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

big_banner
არქივი