logo_geo
თელავის მუნიციპალიტეტში, საყორნის მთაზე ხანძარია
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:07

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე, ​საყორნის მთაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

 

ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მთაზე ალპურ ზონაშია და ხმელი ბალახი იწვის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

 

„ადგილზე სამაშველო ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას, რომ არ მოხდეს ხანძრის ტყის მასივზე გადასვლა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

„რამდენიმე დღეა, რაც ხანძარი ადგილ-ადგილ ჩნდება და მერე ღამის სინესტე აქრობს ამ ცეცხლს. მონადირეები დადიან ამ დროს და შეიძლება, მათი დაუდევრობით გაჩენილიყო ხანძარი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადგილობრივმა მცხოვრებმა, გელა გაიპარაშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი