logo_geo
სოხუმის უღელტეხილზე ხანძარს კვლავ ვერ აქრობენ
- +

14 ნოემბერი. 2019. 10:42

 

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის უღელტეხილზე ხანძარს კვლავ ვერ აქრობენ. აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე, სატბი გინდია აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

„სოხუმის უღელტეხილზე ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს. მასშტაბები ჯერ უცნობია. აფხაზეთის მთავრობა ჩაერთო მოლაპარაკებებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან“, - აცხადებს გინდია.

 

„სპუტნიკ-აფხაზიას“ ცნობით, ხანძარს პირველი კერები სოხუმის უღელტეხილზე 10 ნოემბერს დაფიქსირდა. მაშინ, გამოცემა წერდა, რომ ცეცხლი დაახლოებით 200 ჰა ტყის მასივს ეკიდა.

 

 

big_banner
არქივი