ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.