logo_geo
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია
- +

18 ნოემბერი. 2019. 10:24

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯაფარიძის თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

ასევე ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში. გუბერნატორის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.

 

 

 

 

big_banner
არქივი