logo_geo
ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
- +

18 ნოემბერი. 2019. 11:59

 

ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მასში დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხდა.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

big_banner
არქივი