logo_geo
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია
- +

18 ნოემბერი. 2019. 12:35

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძარი 30 ჰექტარზეა გავრცელებული.

 

„ადგილზე მობილიზებულია რეგიონის 40 მეხანძრე - მაშველი და 20 ადგილობრივი მცხოვრები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ დალაქიშვილი აცხადებს, ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

ხანძრის ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა ხანძრის კერები“, - ნათქვამია ინფორმაციაში

 

 

big_banner
არქივი