logo_geo
მესტიაში, ტყის ხანძართან ბძოლაში, დამატებით 90 მეხანძრე ჩაერთვება
- +

18 ნოემბერი. 2019. 23:41

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

 

 

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

 

როგორც „რეპორტიორს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალ განახლდება.

 

 

big_banner
არქივი