logo_geo
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 13:57

 

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. მათივე ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი