logo_geo
საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა
- +

22 ნოემბერი. 2019. 22:26

 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან ცალმხრივად ჩაკეტა.

 

ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით გადაადგილება სრულად აიკრძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა კი, შეუძლიათ მათ, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი აქვს.

 

როდის მოიხსნება შეზღუდვა, ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი