logo_geo
გორში ავარიის დროს დაშავებული ორი ადამიანიდან, ერთ-ერთის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა
- +

23 ნოემბერი. 2019. 19:10

 

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

 

დაშავებულთაგან ერთი 13 წლის ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი და მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

 

ექიმების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

რეანიმაციული დეპარტამენტის ექიმის ინგა ელბაქიძის განცხადებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი