logo_geo
მცხეთაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ფოტოებით დახვდნენ
- +

3 დეკემბერი. 2019. 16:18

 

მცხეთის მერიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ფოტოებით დახვდნენ.

 

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ხშირია სიტყვიერი დაპირისპირება.

 

მცხეთაში აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება. მათ აქცია სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი