გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვება გადაწყდა.