logo_geo
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- +

8 დეკემბერი. 2019. 13:25

 

 

 

რუსთავში, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 24 წლის გოგო და 56 წლის მამაკაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაშავებულები კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს. 24 წლის გოგონა კი სხვადასხვა დაზიანებებით, ნეირო-ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი