logo_geo
დღეს ნიკოლოზობაა
- +

19 დეკემბერი. 2019. 11:24

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.

 

325 წელს წმინდა მღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

 

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

 

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

 

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარიში გადასვენების დღეა.

 

 

big_banner
არქივი