logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებები იმართება
- +

24 დეკემბერი. 2019. 13:21

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, 2019 წლის ბოლოს ჭიათურაში და მის მიმდებარე სოფლებში: შუქრუთში, ითხვისში, დარკვეთში და რგანში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

 

კომპანიამ ბავშვებს წინასაახალწლო განწყობა სხვადასხვა საახალწლო გასართობი შოუ-პროგრამებით, ტკბილეულითა და უამრავი სიურპრიზით შეუქმნა. სადღესასწაულო ღონისძიებებში მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბავშვების წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგნენ.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაგეგმილმა საახალწლო ღონისძიებებმა სტარტი 21 დეკემბერს ჭიათურის სოფლებში აიღო და 4 იანვარს ჭიათურაში დასრულდება.

 

კომპანია ჭიათურის გარდა წინასაახალწლო ღონისძიებებს ზესტაფონში ასლანიკაშვილის სკვერში გამართავს.

 

ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 25 დეკემბერს, ქუთაისში ხატვის კონკურსის ფინალი ჩატარდება, რომელიც „ჯორჯიან  მანგანეზის“ მიერ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ჭიათურასა და ზესტაფონში გაიმართა. კონკურსანტებს შორის კომპეტენტურმა ჟიურიმ 13 საუკეთესო ავტორი გამოავლინა, რომელთა ნახატები კომპანიის 2020 წლის კალენდარზე იქნება წარმოდგენილი. 13 ბავშვიდან ჟიური ერთ გამარჯვებულს დაასახელებს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში პარიზის საგზურით დააჯილდოვებს.

 

26 დეკემბერს კომპანიის მხარდაჭერით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში საბავშვო კომედიურ წარმოდგენა „მაკნატუნა, ხოლო 18 საათზე უფროსებისთვის კომედიური წარმოდგენა „მოუხელთებელი“ გაიმართება.

 

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, კულტურის სახლის ეზოში - სანტა კლაუსების მოსიარულე ორკესტრით, გასართობი შოუ-პროგრამით და უამრავი სიურპრიზით იქნება წარმოდგენილი.

 

3-4 იანვარს კომპანიის მხარდაჭერით, კვლავ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ჭიათურის სოფლების სკოლების უმცროსკლასელებისთვის და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სპექტაკლი „მაკნატუნა“ გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი