logo_geo
ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებები გააუქმა
- +

26 დეკემბერი. 2019. 02:04

 

მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც შედეგად, რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ბათუმის მერიამ  ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. საზეიმოდ არც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.  არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები.

 

მერიის ინფორმაციით, წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

 

მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე, ხრამში მაღალი სიჩქარით მოძრაობის გამო, ავტომობილი დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.  დაღუპულთა შორის 5 მოზარდია. 

 

 

 

big_banner
არქივი