logo_geo
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
- +

31 დეკემბერი. 2019. 14:47

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.

 

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას დღეს პატივი სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს და ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

 

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის 1973-1990 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1991-1992 წლებში კი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ.

 

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველი ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

ზვიად გამსახურდიას ძეგლები შეამკეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სოფელ დარჩელში.

 

 

 

 

big_banner
არქივი