logo_geo
ზუგდიდში 6000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
- +

3 იანვარი. 2020. 19:46

 

 

ზუგდიდში 6000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, ამის მიზეზი კონსტიტუციის ქუჩაზე „სოკარ-ჯორჯია გაზის“ 250 მმ-იანი მილის დაზიანება გახდა. გაზსადენი კომპანია „პფაიფერის“ მიერ სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა. შედეგად 6000-მდე აბონენტი ქსელიდან ავარიული გამოირთო „პფაიფერი“ ერთიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს„ სოკარ-ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის ფილიალში განუცხადეს, ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია, რაც მთელი ღამე გაგრძელდება და ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას სავარაუდოდ, ხვალ დილით აღუდგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი