logo_geo
ფოთში შუახნის მამაკაცმა თავი მოიკლა
- +

5 იანვარი. 2020. 15:55

 

ფოთში, დაახლოებით 60-წლამდე მამაკაცი მერიის შენობის გვერდით მდებარე დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შენობა კერძო მეპატრონეს ეკუთვნის. სავარაუდოდ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ფოთის მერიაში „პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მამაკაცი ფოთის მერიის თანამშრომელია და ცხედარიც მერიის შენობაში იპოვეს, არასწორია.

 

„ეს ასე არ არის. გარდაცვლილი იპოვეს მერიის გვერდით მდებარე შენობაში და ჩვენთვის უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. დადასტურებით გეტყვით, რომ არ არის მერიის თანამშრომელი“,- აცხადებენ მერიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი