logo_geo
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა
- +

10 იანვარი. 2020. 11:30

 

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა.

 

„მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა“, - აცხადებს რაულ სმირი.

 

მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.

 

„ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“, - აცხადებს სმირი.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

 

მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე-ფაქტო პრეზიდენტს მიმართავენ, „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი