logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება
- +

12 იანვარი. 2020. 16:38

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

 

„კომისიის“ თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსულოვნად არის მიღებული.

 

მისივე ცნობით, „კანონის“ თანახმად, განმეორებითი არჩევნები კენჭისყრის საშუალებას აძლევს, როგორც ყოფილ, ისე ახალ კანდიდატებსაც.

 

სოხუმში 9 იანვარს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს „საკასაციო სასამართლომ“ 8 სექტემბრის გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი