logo_geo
ეკა ნიჟარაძე: ვგიჟდები სოფელზე, თავისი ფუნით, ქათმებით... სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ
- +

12 იანვარი. 2020. 20:48


მსახიობი ეკა ნიჟარაძე 2020 წელს ახალი გეგმებით ხვდება. მას ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტი წამყვანობა შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წელია ახალ სპექტაკლში აღარ უთამაშია, სხვა მიმართულებით დაიწყო აქტიურობა. ის სოფლის მეურნეობით დაინტერსდა. 

 

" კახეთში სახლი კი გვაქვს, სადაც შეიძლება, ერთი ღამე გაათენო, მაგრამ დარჩენით ვერ დარჩები, რადგან მოსაწესრიგებელია. ეს ძალიან მაწუხებს და ამ ზაფხულს აუცილებლად მივხედავ. იმდენი იდეა მაქვს, ჩემი შვილები დამცინიან. არასდროს გვქონია საკუთარი სოფელი და სულ პრობლემა იყო, სად წავსულიყავით დასასვენებლად. მთელი ბავშვობა დედაჩემს გარიყულაში დავყავდით, კასპის რაიონში. მთელი ბავშვობა იქ გავატარეთ, მაგრამ ჩვენი არაფერი გვქონდა. მერე მე ჩემს შვილებთან ერთად კოჯორში გადავსახლდებოდი ხოლმე, რასაც ბევრი პრობლემა ახლდა. ამიტომ სულ მინდოდა, რამე ჩემი მქონოდა. ჰოდა, კახეთში ვიყიდე მიწა. იქ ნამდვილი ზღაპარია. ვგიჟდები სოფელზე, თავისი ფუნით, ქათმებით, სუნით. ჯერ ვერ მივატოვებ საქმეებს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.

 

ვაზი ჩავყარეთ, რომელიც უკვე ორი წლის გახდა. წლეულს, რომ ჩავედით ყურძნის დასაკრეფად, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი მოსავალი მოგვსვლია. ჩემი მეზობელი მეხმარება მის მოვლაში. იმდენი ყურძენი იყო, დავიბენი. მივხვდი, რომ იმდენს ვერავინ შეჭამდა. თან, ძალიან კარგი რქაწითელი მაქვს. დავწურე ღვინო და ისეთი კარგი გამოვიდა, ვგიჟდები. ცოტა საშიში ღვინოა, არ უნდა შეეთამაშო (იცინის). წლების წინ საფრანგეთიდან პომიდორი „ჩერისთესლი ჩამოვიტანე და ახლა წავიღე სოფელში, იქნებ ივარგოს-მეთქი. ჩემმა მეზობელმა მითხრა, ჩემთან წავიღებ და ჩავრგავ, აქეთ-იქით რომ არ ვირბინო მისახედადო. შემდეგ ჩასვლაზე მოვიკითხე და მითხრა, კი მოისხა, მაგრამ უდღეურიაო (იცინის). იმდენი ესხა, ორ ჩასვლაზე ვკრიფე, უგემრიელესი ფრანგული „ჩერიპომიდორი, კახური არომატით. ყაბაყიც მქონდა, რომელიც იმხელა იყო, ძლივს ვიტევდი ხელში. ყვითელი ტყემალიც ჩამოვიტანე და გავაკეთე, იმდენი იყო, ნაწილი ჩემი მეუღლის დედასაც მივეცი“, - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

 

big_banner
არქივი