logo_geo
ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა
- +

13 იანვარი. 2020. 17:41

 

 

ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

 

 

big_banner
არქივი