logo_geo
გურჯაანში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
- +

14 იანვარი. 2020. 16:31

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

 

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.

 

ავტომანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი