logo_geo
კახა კალაძის დახმარებით ორ მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა
- +

14 იანვარი. 2020. 23:51

 


თბილისის მერის, კახა კალაძის დახმარებით, სამტრედიაში ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა. ბინები მიიღეს ბუაძეების ხუთშვილიანმა და ნადირაძეების ექვსშვილიანმა ოჯახებმა.

 

კალაძის ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახებს ბინები მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტზე გადაეცათ.

 

კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

 

„2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღვნიშნავთ ძველით ახალ წელს სამტრედიაში. მიხარია, რომ დღეს ისევ აქ ვართ შეკრებილი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს 2020 წლის დადგომა. ვისურვებ ყველა ოჯახს კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულს“,– განაცხადა კახა კალაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი