logo_geo
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
- +

18 იანვარი. 2020. 11:06

 

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრა კი 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი