logo_geo
ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა
- +

22 იანვარი. 2020. 14:58

 

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ზღვამ დელფინი გამორიყა.

 

როგორც „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ჯგუფი ადგილზე გავა და შეისწავლის დელფინის გამორიყვის მიზეზს.

 

წელს ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.

 

თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აუცილებელი კვლევის ჩატარებას სავალდებულოდ თვლიან.

 

ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. აუცილებელია, ბიოუსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდეს გამოკვლევა, რა იწვევს დელფინების მასობრივ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია, კვლევა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიოლოგიის დოქტორმა არჩილ გუჩმანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი