ხულოში, სოფელ კორტოხში, მოქალაქე მარინა პასაძემ შვლები გადაიღო.
„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხიდან, სამსახურიდან ვბრუნდებოდი მანქანით და გზაზე შემხვდნენ“, – გვითხრა მარინამ. მისივე თქმით, ამ გზაზე შვლები არაერთხელ უნახავს, თუმცა, გადაღების შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონია.